Accentnews.ge
კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა კვლავ თბილისში გამოვლინდა

კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა კვლავ თბილისში გამოვლინდა

18/03/2021 06:53:59 საზოგადოება

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ცხრა პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 674-ს შეადგენს.

დღეს „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 369 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 378 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 378 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 269 384-მდე.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 23 747 კვლევა ტესტით, მათ შორის 13 503 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 244 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 17 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელია 1.55 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.53 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.33%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 369 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 190 შემთხვევა, აჭარა – 19, იმერეთი – 67, ქვემო ქართლი – 21, შიდა ქართლი – 26, გურია – 9, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 14, კახეთი – 15, მცხეთა-მთიანეთი – 3, სამცხე-ჯავახეთი – 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 352, საიდანაც: 1 412 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 727, აჭარაში – 155, იმერეთში – 246. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 266 პირი, მათ შორის, თბილისში – 123, აჭარაში – 20, იმერეთში – 70. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 82 პირი, მათგან თბილისში – 51, აჭარაში- 4, იმერეთში – 12. 154 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 121 – თბილისში, 26 – აჭარაში. 1 786 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 213 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 83, ხოლო აჭარაში – 27.

სულ 6 ოქტომბრიდან – 17 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 23 689 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 5 722 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 2 894 პირი, აჭარაში – 404, იმერეთში – 763

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S