Accentnews.ge
ნატო შავი ზღვის რეგიონში წარმოდგენილობას გააფართოებს

ნატო შავი ზღვის რეგიონში წარმოდგენილობას გააფართოებს

18/03/2021 06:36:40 პოლიტიკა

ნატო-ს გეგმა, შავი ზღვის რეგიონში თავისი წარმოდგენილობა გააფართოვოს, დაკავშირებულია რუსეთის მოქმედებასთან, რომელიც მის მიერ ანექსირებულ ყირიმში თავის სამხედრო სიძლიერეს ზრდის, - განაცხადა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

"რაკი რუსეთი ანექსირებულ ყირიმს თავისი სამხედრო სიძლიერის გასაზრდელად იყენებს, ნატო შავი ზღვის რეგიონში თავისი წარმოდგენილობის ზრდას გააგრძელებს. ჩვენ განვაგრძობთ ჩვენს წვრთნებსა და სწავლებებს, ჩვენი ერთობლივი სიტუატიური საბრძოლო მზარდყოფნის ზრდას, მათ შორის - ამ რეგიონში" - განაცხადა სტოლტენბერგმა ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შეჯამებისას.

ამავდროულად, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატო მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და კვლავინდებურად მოუწოდებს რუსეთს, გაიწვიოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების აღიარება, ასევე გაიყვანოს ამ ტერიტორიებიდან ჯარი.

რაც შეეხება იმას, შესაძლებელია თუ არა, ყარაბაღის მეორე ომის შემდგომ კავკასიაში რუსეთის გააქტიურების ფონზე ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრიანება დაჩქარდეს, როგორც გენმდივანმა აღნიშნა, "საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე დემოკრატიული რეფორმების განხორციელებაზე უნდა კონცენტრირდეს, ნატო-ს წევრები კი მას ამაში დაეხმარებიან".

"2008 წელს ბუქარესტში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელსაც დღემდე ვემხრობით და განვაგრძობთ საქართველოს მხარდაჭერას ნატო-ს წევრობისკენ გზაზე", - დასძინა, DW-ს ინფორმაციით, ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S