![იტალიაში სტიქია მძვინვარებს [ვიდეო]](https://www.accentnews.ge/storage/files/3430.jpg)
იტალიაში სტიქია მძვინვარებს [ვიდეო]
10/07/2019 21:07:09 სხვა, მსოფლიო
იტალიის ცენტრალურ ნაწილში, ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე ძლიერი სეტყვა მოვიდა. როგორც იტალიური მედია წერს, ფორთოხლის ზომის სეტყვის შედეგად 18 ადამიანი დაშავდა,
ძლიერი წვიმის შედეგად ქალაქ პესკარაში დაიტბორა საავადმყოფოს პირველი სართული, რის გამოც სამედიცინო დაწესებულება შეზღუდულ რეჟიმში მუშაობს. დაიტბორა საავადმყოფოს ავტოსადგომი, სადაც წყლის დონე 2 მეტრს აღწევს.