
რუისთან მომხდარი ავარიისას დაშავებული მოზარდი სომხეთში გადაიყვანეს
10/07/2019 20:58:07 სხვა, საზოგადოება
რუისთან ავარიისას დაშავებული 13 წლის მოზარდი სომხეთში გადაიყვანეს. სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის არსენ ტოროსიანის ინფორმაციით, მოზარდის მდგომარეობა კვლავ მძიმეა და ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა.
ავტოსაგზაო შემთხვევას რუისთან 7 ივლისს სამი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთი კი დაშავდა. დაღუპულები და დაშავებულები სომხეთის მოქალაქეები არიან.
ავარიის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი მოქალაქე სომხეთში გუშინ ვერტმფრენით გადაიყვანეს.