Accentnews.ge
ზელენსკიმ დონეცკის მახლობლად მომხდარ თავდასხმას სამარცხვინო უწოდა

ზელენსკიმ დონეცკის მახლობლად მომხდარ თავდასხმას სამარცხვინო უწოდა

10/07/2019 19:40:57 სხვა, მსოფლიო

ოფიციალური კიევის დაქვემდებარებაში არსებული დონეცკის ოლქის ადმინისტრაციის თავმჯდომარეს პაველ კირილენკოს გრანიტნოეს მახლობლად, დონეცკიდან 95 კილომეტრში ცეცხლი გაუხსნეს,– ამის შესახებ უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბი იტყობინება.

თავდასხმას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავდასხმას დონბასში ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე მოლაპარაკებების რთული პროცესის ჩაშლის „სამარცხვინო და მზაკვრული მცდელობა“ უწოდა.

რაც შეეხება თავდასხმის დეტალებს, უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბის ცნობით, კირილენკოს მანქანა კოლონაში იმყოფებოდა, როცა მას ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსიდან ესროლეს. რაკეტა მოხვდა სატვირთო მანქანას, რომელიც კირილენკოს მანქანას უკან მიჰყვებოდა. აფეთქების შედეგად დაიღუპა უკრაინის არმიის ერთი სამხედრო მოსამსახურე, ერთი კი დაიჭრა. თავად კირილენკო არ დაშავებულა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S