ენმ–ის წარმომადგენლები რესპუბლიკის მოედნიდან რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებამდე ავტოკოლონებით მსვლელობას მართავენ
17/03/2021 10:39:06 საზოგადოება
ენმ–ის წარმომადგენლები რესპუბლიკის მოედნიდან რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებამდე, სადაც პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია სასჯელს იხდის, ავტოკოლონებით მხარდასაჭერ მსვლელობას - „თავისუფლებისთვის” მართავენ.
რუსთავის ციხესთან მისვლამდე, აქციის წევრები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მივიდნენ.
მსვლელობის მონაწილეების თქმით, "მთავარი მოთხოვნებია: პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნები".


