Accentnews.ge
ვაჟა-ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირებზე ზონალურ საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება

ვაჟა-ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირებზე ზონალურ საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება

17/03/2021 08:00:38 საზოგადოება

ვაჟა-ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირებზე ზონალურ საათობრივი პარკირება დაინერგება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

"კონკრეტულ რაიონებში ქუჩები გვაქვს, სადაც ზონალურ საათობრივი პარკირება მოქმედებს და მოქმედებს წარმატებით. შესაბამისად, მინდა ინფორმაცია მოგაწოდოთ, ჩვენ ამ პროგრამის დანერგვას სხვადასხვა რაიონში სხვადასხვა ქუჩაზე ვაგრძელებთ. შემდეგი ეს გახლავთ ვაჟა-ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირები, სადაც ზონალურ საათობრივი პარკირების დანერგვა მოხდება. 10 მუნიციპალური პავილიონი განთავსდება, სადაც მათი კუთვნილი ავტომანქანების რეგისტრაციაში თანამშრომლები დაეხმარებათ. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, ამ პროგრამის დანერგვა მთელი ქალაქის მასშტაბით. მომდევნო თვეების განმავლობაში სხვა რაიონებსა და კონკრეტულ ქუჩებში გადავალთ“, - განაცხადა კალაძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S