ინდო-ქართული საბჭოს ინიციატივით კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ ოჯახებს აუცილებელი საჭიროების ნივთები საჩუქრად გადაეცათ
17/03/2021 05:03:21 საზოგადოება
ინდო-ქართული საბჭოს ინიციატივით, კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ ოჯახებს აუცილებელი საჭიროების ნივთები საჩუქრად გადაეცათ.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მსგავსი ყურადღება მათთვის იშვიათია, მოსახლეობისთვის კი ეს ძალიან ბევრს ნიშნავს:
„უამრავი წელია საჩუქარი არავისგან მიგვიღია. გაიხაროს ყველამ, ვინც ამ ინიციატივაში მიიღო მონაწილეობა. ასეთ ყურადღებას აქ ყოველთვის დიდი ემოცია სდევს. მადლობა ყველას. სწორედ ისეთი საჩუქრებია, ძალიან რომ გვჭირდებოდა“.
ინდო-ქართული საბჭო უკვე ერთი წელია პანდემიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს ეხმარება.
„იდეა ჩვენი გუნდის წევრ ამირა კოპალიანს ეკუთვნის, რომელიც თავის მხრივ, ეხმარებოდა ხალხს. ჩვენც მოგვეწონა იდეა და დღემდე უკვე 4000-მდე ოჯახს დავეხმარეთ. სასაჩუქრე ნაკრებში შედის როგორც საკვები პროდუქტები, ისე ჰიგიენური საშუალებები. ხალხი ბედნიერია, როცა დახმარებას იღებს და ჩვენც ეს გვახარებს“, - აცხადებს ორგანიზაციის ხელმძღვანელი შივამ შარმა.


