Accentnews.ge
„ძალიან გთხოვთ, გვერდში დაგვიდგეთ" – გამყრელიძე სასულიერო პირებს მიმართავს

„ძალიან გთხოვთ, გვერდში დაგვიდგეთ" – გამყრელიძე სასულიერო პირებს მიმართავს

16/03/2021 14:35:45 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე საქართველოს ეკლესიას სთხოვს, ვაქცინაციის პროცესში სამედიცინო საზოგადოებას გვერდში დაუდგეს.

გამყრელიძემ ბრიფინგზე ე.წ. პირველი ტალღა და საგანგებო მდგომარეობა გაიხსენა და თქვა, რომ ამ პერიოდში ეკლესია განსაკუთრებულად დაუდგა სამედიცინო საზოგადოებას გვერდში და წინასააღმდგომო და შემდგომ პერიოდში ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ ღონისძიებები გაატარა.

ამის შემდეგ, გამყრელიძემ განმარტა, რომ ვაქცინაცია მეცნიერულად დამყარებული, ეფექტური გზაა ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ, ეკლესია კი მანამდეც მხარს უჭერდა მეცნიერულ მიდგომას. ამასთანავე, საქართველოს ეკლესია საზოგადოებაში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს.

„ძალიან გთხოვთ, გვერდში დაგვიდგეთ ექიმებს ამ პერიოდში. ვითანამშრომლოთ, იმიტომ, რომ მოსახლეობას თქვენი ძალიან სჯერა. ბევრ შემთხვევაში, ექიმზე უფრო ძლიერ. ამიტომ გთხოვთ, რომ განსაკუთრებული თანამშრომლობა იყო ვაქცინაციის პროცესში. როგორც ყოველთვის, მზად ვართ ნებისმიერი შეხვედრისთვის და საქართველოს ეკლესიასთან თანამშრომლობა ჩვენთვის ყოველთვის დიდი პატივია,“ – აცხადებს გამყრელიძე.

მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის სხდომამ ეს საკითხი თებერვალში განიხილა და თქვა, რომ ეკლესია ვაქცინაციის ვერც სასარგებლო და ვერც საწინააღმდეგო პოზიციას ვერ დააფიქსირებს და თითოეულმა ადამიანმა გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების რჩევების საფუძველზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S