გამყრელიძე – მედპერსონალის აცრის დინამიკაზე: “საკმაოდ დაბალი რიცხვია”
16/03/2021 14:29:54 საზოგადოება
პირველ ორ დღეში კორონავირუსზე სულ 1 375 ადამიანი აიცრა. ეს მონაცემები დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ 16 მარტს გამართულ ბრიფინგზე გააჟღერა.
მისივე ცნობით, გუშინ 727 ადამიანი აიცრა, დღეს კი 648.
გამყრელიძის თქმით, ამ დროისთვის ჯამში 4532 სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელია დარეგისტრირებული ვაქცინაციის სპეციალურ პორტალზე.
"საკმაოდ დაბალი ციფრია. ძალიან გვინდა, 43 ათასი დოზა მომავალი 2 კვირის განმავლობაში ადმინისტრირებული იყოს. მომავალი ორი კვირა არის 15 დღე. გაყავით 43 ათასი 14 დღეზე და დაახლოებით გვჭირდება 3 ათასის აცრა, რომ ამ დოზების ადმინისტრირება მოხდეს. ეს ადამიანები მეორედ უნდა აიცრან 8-12 დღის განმავლობაში", - ამბობს გამყრელიძე.


