
ნიკა გვარამია "რუსთავი 2"-ის გენდირექტორად რჩება
10/07/2019 16:11:26 სხვა, საზოგადოება
ნიკა გვარამია "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორად რჩება. სამაუწყებლო კომპანიის პარტნიორთა სხდომაზე ერთ-ერთი დამფუძნებლის ნინო ნიჟარაძის მოთხოვნას გვარამიას გათავისუფლების შესახებ მხარი არ დაუჭირეს.
"რუსთავი 2"-ის ცნობით, ნიჟარაძის მხარე დირექტორის გადადგომის ერთ-ერთ არგუმენტად ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკას ასახელებდა. კენჭისყრაზე კი ამ მოთხოვნას თავად 9 %-იანი წილის მფლობელის გარდა არავინ არ დაეთანხმა.