Accentnews.ge
შსს–ს ცნობით, თელავში არასრულწლოვანი გააუპატიურეს, ამბის გაგების შემდეგ კი ძმამ გოგო სცემა (ვიდეო)

შსს–ს ცნობით, თელავში არასრულწლოვანი გააუპატიურეს, ამბის გაგების შემდეგ კი ძმამ გოგო სცემა (ვიდეო)

16/03/2021 13:26:16 სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თელავში არასრულწლოვანი გააუპატიურეს, ამბის გაგების შემდეგ კი ძმამ გოგო რამდენჯერმე სცემა.

უწყების ცნობით, დააკავეს 1995 წელს დაბადებული ძმა და გაუპატიურებაში ბრალდებული - 1996 წელს დაბადებული კაცი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 140-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობასა და წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველ არასრულწლოვანთან სქესობრივი დანაშაულის ჩადენას გულისხმობს.

ცემაში ბრალდებულ ძმას 3 წლამდე, ხოლო გაუპატიურებაში ბრალდებულს - 7-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S