Accentnews.ge
რუსეთი, ტერორიზმი, ჩინეთის გაძლიერება და კლიმატური ცვლილებები ნატო-სთვის მთავარ საფრთხეებად რჩება

რუსეთი, ტერორიზმი, ჩინეთის გაძლიერება და კლიმატური ცვლილებები ნატო-სთვის მთავარ საფრთხეებად რჩება

16/03/2021 15:15:06 პოლიტიკა

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, რუსეთი, ტერორიზმი, ჩინეთის გაძლიერება და კლიმატური ცვლილებები ნატო-სთვის მთავარ საფრთხეებად რჩება. ამის შესახებ სტოლტენბერგის წლიურ მოხსენებაშია ნათქვამი.

მასში ასევე აღნიშნულია, რომ ალინსის ყველა წევრი ქვეყნის სამხედრო ხარჯები წლის განმავლობაში 3,9%-ით გაიზარდა. კონკრეტული თანხები მოხსენებაში მოყვანილი არ არის.

«რუსეთის მადესტაბილიზირებელი მოქმედება, ტერორიზმი, კიბერშტევები, ტექნოლოგიები, ჩინეთის გაძლიერება და კლიმატური ცვლილებები - ეს გამოწვევები ძალაში რჩება. მათ ცალკე ვერც ერთი ქვეყანა ან კონტინენტი ვერ გაუმკლავდება. ამდენად, ჩვენ ერთად - სტრატეგიულ სოლიდარობაში უნდა ვიმოქმედოთ»,— განაცხადა სტოლტენბერგმა ონლაინ პრეს-კონფერენციაზე.

მისივე თქმით, ეკონომიკაზე პანდემიის უარყოფითი გავლენის მიუხედავად, ალიანსის წევრი სახელმწიფოები აგრძელებდნენ ინვესტირებას თავდაცვაში, სამხედრო ხარჯები 3,9%-თაა გაზრდილი და ზედიზედ მე-6 წელია, ზრდას განაგრძობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S