
ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა
10/07/2019 17:30:52 სხვა, საზოგადოება
ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა ზაზა დოლიძემ თანამდებობა დატოვა. ის საფეხბურთო კლუბ „დინამო თბილისის“ გენერალურ დირექტორად იმუშავებს. ინფორმაცია დოლიძემ თავად დაადასტურა.
დოლიძემ, რომელიც ფონდს დაარსების დღიდან 2016 წლის 1 მარტიდან ხელმძღვანელობდა, განცხადება დღეს დილით დაწერა.
ვინ შეცვლის მას ფეხბურთის განვითარების ფონდში, ჯერჯერობით უცნობია.