პრეზიდენტი აცხადებს, რომ "ასტრაზენეკას" ვაქცინას 18 მარტს გაიკეთებს და თანამდებობაზე მყოფ ყველა პირველ პირს აცრისკენ მოუწოდებს
16/03/2021 12:25:53 პოლიტიკა, საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ "ასტრაზენეკას" ვაქცინას 18 მარტს გაიკეთებს და თანამდებობაზე მყოფ ყველა პირველ პირს აცრისკენ მოუწოდებს.
"საქართველოს პრეზიდენტი 18 მარტს კოვიდსაწინააღმდეგო ,,ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრება.პრეზიდენტი ვაქცინის გაკეთებისაკენ მოუწოდებს საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მყოფ ყველა პირველ პირს", – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის: 15 მარტიდან საქართველოში კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი „ასტრაზენეკას“ ვაქცინით დაიწყო. 13 მარტს საქართველომ „კოვაქს“ პლატფორმის საშუალებით „ასტრაზენეკას“ (AstraZeneca/Oxford) ვაქცინის პირველი პარტია – 43 200 დოზა მიიღო. საქართველოში პირველ ეტაპზე 43 200 ადამიანი აიცრება, ხოლო განმეორებითი აცრა მას შემდეგ ჩატარდება, რაც ქვეყანაში ვაქცინის დამატებითი პარტია შემოვა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 15 მარტის 20:00 საათის მონაცემებით, COVID-19-ის ვაქცინაციაზე 4202 მედპერსონალია რეგისტრირებული, ხოლო აცრილია მხოლოდ 668 ექიმი.
იხილეთ ასევე: ჯანმო ქვეყნებს მოუწოდებს, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენება არ შეაჩერონ


