კომუნიკაციების კომისიის ახალი წევრები ეკატერინე იმედაძე და ნათია კუკულაძე გახდნენ
16/03/2021 11:00:25 საზოგადოება
საქართველოს კომუნიკაციების კომისიას ორი ახალი წევრი ეყოლება. პარლამენტმა ამ თანამდებობაზე ეკატერინე იმედაძე და ნათია კუკულაძე დაამტკიცა.
კომისიის წევრად პირს საქართველოს პარლამენტი 6 წლის ვადით ირჩევს. იმედაძეს 81-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ჯუჯულაძეს – 79-მა.
საქართველოს კომუნიკაციების კომისიის წევრობა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სამსახურია. კომისიის წევრი ყოველწლიურად, საშუალოდ, 190 000 ლარზე მეტ ანაზღაურებას იღებს.


