"თიბისი კონცეპტი" მარჯანიშვილის 7-ში ლექციების სერიას უმასპინძლებს
16/03/2021 09:37:22 ეკონომიკა, რეკლამა
ინტერდისციპლინარული ფორუმი, თიბისი კონცეპტის სივრცეში, მიმდინარე გამოფენის - „მარჯანიშვილის უბანი" - არქიტექტურა, პოლიტიკა და იდენტობა” - ფარგლებში ჩატარდება.
"თიბისი ბანკის" ცნობით, 20 მარტს საგანმანათლებლო ლექციებს ლიტერატურის, კულტურის და არქიტექტურის სფეროს წამყვანი პროფესიონალები წაიკითხავენ. ერთდღიანი ფორუმის მიზანი სფეროში დაგროვილი გამოცდილების და ხედვების გაზიარებაა ურბანულ, პოლიტიკურ და სოციო-ეკონომიკურ ჭრილში.
ღონისძიების განრიგი:
12:00 – 13:00
თბილისის არქიტექტურის ბიენალეს პანელი
13:00 - 13:45
თიკო ხომერიკი - ანთროპოლოგი ურბანულ ლაბირინთში
13:45 – 14:15
შესვენება
14:30 – 16:15
ლაშა ბაქრაძე - ლიტერატურა მუზეუმში
16:15 -17:00
ირინა ქურთიშვილი - სახელოვნებო სფეროს გამოწვევები დღეს
"პროექტი - „მარჯანიშვილის უბანი” თბილისის არქიტექტურის მე-2 ბიენალესთვის შეიქმნა და არქივების სახით ამ უბნის ისტორიებს აერთიანებს. მათ შორისაა: 1980-1990-იან წლებში უბნის რეკონსტრუქციის არქიტექტურული არქივი; 2000-იანი წლების თიბისის სათაო ოფისის შენობის სარესტავრაციო მასალები; ასევე, გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში დაცული გალაკტიონის დღიურების ჩანაწერები, რომლებსაც გამოფენაზე ფართო საზოგადოება ორიგინალის სახით იხილავს.
აღსანიშნავია, რომ გალაკტიონ ტაბიძე ერთ დროს, სწორედ მარჯანიშვილის (ყოფილი ჟორესის) ქუჩაზე, №4 სახლში, მეორე სართულზე ცხოვრობდა. გამოფენის კურატორია ხელოვანი და სცენოგრაფი - ირინა ქურთიშვილი.
ლექციებზე ფიზიკურად დასწრება შეზღუდული რაოდენობით იქნება შესაძლებელი. დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ მოისმინონ ლექციები თიბისი კონცეპტის Facebook გვერდზე.
ლექციებზე ფიზიკურად დასასწრების მსურველებს რეგისტრაცია თიბისი კონცეპტის ვეგ-გვერდის მეშვეობით შეეძლებათ: www.conceptevents.ge
გამოფენის პარტნიორები არიან გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, თბილისის არქიტექტურის ბიენალე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, საქართველოს ეროვნული არქივი და ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტო", აცხადებენ "თიიბისი" ბანკში.


