გერმანიაში კოვიდ–ინფიცირების შემთხვევები 20%-ით გაიზარდა
16/03/2021 07:58:38 საზოგადოება
რობერტ კოხის ინსტიტუტის განცხადებით, გასული ერთი კვირის განმავლობაში გერმანიაში კოვიდ–ინფიცირების შემთხვევები 20%-ით გაიზარდა.
„ჩვენ ნამდვილად მესამე ტალღის დასაწყისში ვართ. ეს უკვე აღარაა სადავო. ამჟამად ჩვენ შემსუბუქებული გვაქვს შეზღუდვები და ეს ზრდას აჩქარებს“, – აცხადებს რობერტ კოხის ინსტიტუტის ეპიდემიოლოგი დირკ ბროკმანი.
გუშინ გერმანიის საავადმყოფოების რეანიმაციული განყოფილებების ექიმებმა განაცხადეს, რომ საჭიროა შეზღუდვების გარკვეული ზომების აღდგენა იმისთვის, რომ ქვეყანამ პანდემიის მესამე ტალღა თავიდან აიცილოს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა კოვიდ–ინფიცირების 2 581 329 შემთხვევა, დაავადებამ 73 656 ადამიანი იმსხვერპლა.


