Accentnews.ge
თბილისში 24-მეტრიანი ავტობუსები აღარ იქნება

თბილისში 24-მეტრიანი ავტობუსები აღარ იქნება

16/03/2021 07:37:16 საზოგადოება

თბილისში 24-მეტრიანი ავტობუსები აღარ იქნება. ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის ინფორმაციით, დედაქალაქში ყველაზე დიდი - 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ. ამის შესახებ მან "ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

გარდა ამისა, 1 აპრილიდან თბილისში ამოქმედდება სატრანსპორტო სქემის ახალი ინტეგრირებული სისტემა, რომელიც ლურჯ მიკროავტობუსებში მგზავრობის ტარიფის ცვლილებას ითვალისწინებს. ცვლილების თანახმად, ლურჯი მიკროავტობუსით მგზავრობა 50 თეთრი ეღირება. გარდა ამისა, ერთხელ აღებული ბილეთით მგზავრს საათნახევრის განმავლობაში შეეძლება მეტროთი, ავტობუსით და მიკროავტობუსით მგზავრობა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S