Accentnews.ge
ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების დღიური მაჩვენებელი გასამმაგდა

ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების დღიური მაჩვენებელი გასამმაგდა

16/03/2021 06:56:13 საზოგადოება

ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების დღიური მაჩვენებელი გასამმაგდა. კერძოდ, გუშინ ქვეყანაში კოვიდ–ინფიცირების 159 შემთხვევა გამოვლინდა, დღეს – 537.

დღე–ღამის განმავლობაში დაავადებით გარდაიცვალა 8 პაციენტი და გამოჯანმრთელდა 128 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 29 652 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 22 203, „პისიარ“ ტესტით – 7 449.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,81% ბოლო 14 დღის – 1,52%, ბოლო შვიდი დღის – 1,45%.

კარანტინის რეჟიმშია 206, სტაციონარში მეთვალყურეობას 1 376 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 133 პირი.

ამასთან, 15 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 159 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 328 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 268 693 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 275 685 გამოჯანმრთელდა, 3 658 , გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S