Accentnews.ge
სააღმზრდელო პროცესის განახლებიდან 2 კვირაში თბილისში 46 ბაღი დაიხურა

სააღმზრდელო პროცესის განახლებიდან 2 კვირაში თბილისში 46 ბაღი დაიხურა

16/03/2021 06:49:17 საზოგადოება

სააღმზრდელო პროცესის განახლებიდან 2 კვირაში თბილისში 46 ბაღი დაიხურა. მიზეზი აღსაზრდელებსა და პერსონალს შორის კორონავირუსის შემთხვევების დადასტურება გახდა.

აღნიშნული 46 ბაღიდან ოთხმა ორკვირიანი საკარანტინო პერიოდის გასვლის შემდეგ მუშაობა კვლავ განაახლა. შესაბამისად, ამ ეტაპზე დედაქალაქში 42 ბაღია დახურული.

თბილისში საბავშვო ბაღებმა სააღმზრდელო პროცესი 1 მარტიდან დაიწყეს. დედაქალაქის მასშტაბით 177 ბაღი იყო გახსნილი. საჯარო და კერძო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებმა მუშაობა 2 კვირაში ერთხელ თანამშრომლების 20 %-ის სავალდებულო ტესტირების პირობით განაახლეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S