Accentnews.ge
ნინოწმინდაში ბავშვებს კომპიუტერის მოხმარებას კომპიუტერის გარეშე ასწავლიან

ნინოწმინდაში ბავშვებს კომპიუტერის მოხმარებას კომპიუტერის გარეშე ასწავლიან

15/03/2021 15:17:54 საზოგადოება

სახელმწიფოს აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, ნინოწმინდაში მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილია ა(ა)იპ სკოლისგარეშე აღზრდის15 დაწესებულება, რომელთაც, დებულების მიხედვით, ძირითადად, ევალებათბავშვებს სხვადასხვა მიმართულების უნარ-ჩვევები შესძინონ. მათ შორისაა ერთი კულინარიის ერთი და კომპიუტერის შემსწავლელი ორი წრე წრე. აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, დაწესბეულებას შესაბამისი ინვენტარი არ აქვს.

"კერძოდ, აუდიტის ჯგუფმა დაათვალიერა ა(ა)იპ-ის ფუნქციონირების ადგილი.გამოვლინდა, რომ ა(ა)იპ-ს არ გააჩნია კომპიუტერები და კულინარიის შესწავლისათვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა - სამზარეულოს ინვენტარის სახით", - ნათქვამია განცხადებაში.

2018-2019 წლებში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ა(ა)იპ-ის სკოლისგარეშე აღზრდის დაწესებულებამ ბიუჯეტიდან დაფინანსებისათვის 112 000 ათასი ლარი მიიღო.

"ამ წრეების შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა ვერ დაასაბუთეს, რამდენად ეფექტიანია სკოლისგარეშე აღზრდის დაწესებულების მიერ ამ მიმართულებით შესრულებული სამუშაო, დახარჯულ ფინანსურ რესურსთან მიმართებით", - ნათქვამია აუდიტის განცხადებაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S