ნოდარ მელაძე და მაკა ჩიხლაძე სახელმწიფო დაცვაზე უარს აცხადებენ
15/03/2021 14:20:37 სამართალი, საზოგადოება
ჟურნალისტები ნოდარ მელაძე და მაკა ჩიხლაძე მათი შესაძლო ლიკვიდაციის საქმის ფარგლებში მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაკითხვას ითხოვენ. ჟურნალისტებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა რამდენიმე წუთის წინ დატოვეს, სადაც გამოკითხვაზე იყვნენ დაბარებული. როგორც ამბობენ, მათი შესაძლო ლიკვიდაციის საქმეზე დაწყებული გამოძიება ფორმალური ხასიათისაა.
"ჩემი პოზიციაა, რომ ასეთ საქმეებზე მოხდეს გამოკითხვა მაგისტრ მოსამართლესთან. მამალაძის ინტერვიუდან გამომდინარე, შემოგვთავაზეს სახელმწიფო დაცვის სამსახური, რაზეც უარი ვთქვით. ამის მიზანია ჩვენი, გამომძიებელი ჟურნალისტების კონტროლი", - აცხადებს ნოდარ მელაძე.
იგი მისი და მისი ოჯახის წევრების მისამართით ახალ მუქარებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ "საჯარო სივრცეში ბერა ივანიშვილის გარემოცვის მხრიდან, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მუქარის შემცველი შეტყობინებები ვრცელდება, რაც ასევე გამოძიების დაწყების საფუძველია, თუმცა ის ამ დრომდე არ დაწყებულა".
"გამოძიება არ დაწყებულა, გამომძიებელმა მკითხა, ეს იყო ჩემთვის მქუარა თუ შეურაცხყოფა, როდესაც აქ იყო კონკრეტულად მუქარა და ჩემს განწყობას ელოდებოდნენ. ბატონი წიკლაურის საჯარო განცხადება მყისიერი საფრთხეა ჩემთვის და ჩემი ოჯახის წევრებისთვის და გამომძიებელი ჟურნალისტებისთვის. ჩვენ გარეშეც შეეძლოთ ეს გაკეთებინათ, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ გომელაური ივანიშვილის პირადი დაცვაა და მას გააჩნია პირადი კონტაქტი ბატონ წიკლაურთან, რადგან ის ბერას პირადი მცველია, ყველაფერს თავისი სახელი მარტივად ერქმევა", -აცხადებს მელაძე.


