WhatsApp მომხმარებლებს აფრთხილებს
15/03/2021 13:11:12 საზოგადოება
WhatsApp-ის მომხმარებლებმა დღეიდან ახალი პირობებისა და კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესახებ შეტყობინებების მიღება დაიწყეს.
შეტყობინებაში ნათქვამია, რომ თუ მომხმარებლები უარს იტყვიან პირობების მიღებაზე, მომხმარებლის ანგარიში შეინახება, მაგრამ მესინჯერის სრული ფუნქციონირება ხელმისაწვდომი არ იქნება.
"მოკლე დროში თქვენ შეძლებთ ზარებისა და შეტყობინებების მიღებას, მაგრამ ვერ შეძლებთ შეტყობინებების წაკითხვას და გაგზავნას", - ნათქვამია გაფრთხილებაში.
აპლიკაციამ განაახლა მომხმარებლის შეთანხმება და შეიტანა მასში პუნქტი პირადი ინფორმაციის Facebook-ზე გადაცემის შესახებ. ამასთან, კომპანია არწმუნებს მომხმარებლებს, რომ პირადი საუბრები დაცული იქნება და ვერც WhatsApp და, ვერც Facebook პირად შეტყობინებებს ვერ ნახავენ.
შეგახსენებთ, რომ ადრე აპლიკაციის ყველა მომხმარებელმა მიიღო ინფორმაცია კონფიდენციალურობის ახალი პირობების შესახებ. რაც ნიშნავს, იმას, რომ თუ მომხმარებელი დაეთანხმება ახალ წესებს, სოციალური ქსელი მიიღებს ინფორმაციას ტელეფონის ნომრების, ოპერაციების და მომხმარებელთა IP მისამართების შესახებ.


