3 წარუმატებელი აუქციონის შემდეგ "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" შენობა გასაყიდად მეოთხედაც გაიტანა
15/03/2021 09:32:54 საზოგადოება
3 წარუმატებელი აუქციონის შემდეგ "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" შენობა გასაყიდად მეოთხედაც გაიტანა .
"საზოგადოებრივმა მაუწყებლის" ინფორმაციით, პირველი აუქციონი 40 მილიონი დოლარის საწყისი ღირებულებით, 2020 წლის 16 ივნისს მაქსიმალური, ერთთვიანი ვადით გამოცხადდა, თუმცა დაინტერესებული მხარის არარსებობის გამო აუქციონი არ შედგა.
"საზოგადოებრივი მაუწყებლის" მენეჯმენტმა განმეორებით აუქციონზე ქონება 10%-იანი ფასდაკლებით, 36 მილიონ დოლარად გამოიტანა, მაგრამ აუქციონი კვლავ არ შედგა.
უძრავი ქონება ფასდაკლების მორიგი 10%-იანი ბიჯით, 32,4 მილიონ დოლარად (ეკვივალენტი ლარში) მესამედ გავიდა აუქციონზე, თუმცა მყიდველი არც ამჯერად გამოჩნდა.
"შემდგომ, დამძიმებული ეპიდვითარების და ქვეყანაში მიმდინარე საარჩევნო პროცესების გამო, მაუწყებლის მენეჯმენტმა მიიღო გადაწყვეტილება, დროებით შეეჩერებინა აუქციონის პროცედურები", - აცხადებენ ტელევიზიაში.
ამ ეტაპზე "საზოგადოებრივი მაუწყებელი" აგრძელებს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ინვესტორებისთვის შეთავაზებას.
გამოცხადდა შესაბამისი აუქციონი ( https://eauction.ge/Home/EntityAdminView/697797?fbclid=IwAR0KoiRCx-BLWm41q5_OWWcz3QEZX8XgYr2aru3DyQDJIF45KtlYayTqfyQ ) – ქონება აუქციონზე 96 904 512 ლარის საწყისი ღირებულებით, აუქციონის მაქსიმალური, ერთთვიანი ვადით არის გატანილი.
"საზოგადოებრივი მაუწყებელი" ახალ შენობას იშენებს.


