კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად "ცხელი ხაზი" ამოქმედდა
15/03/2021 08:56:07 საზოგადოება
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად "ცხელი ხაზი" – 15 22 ამოქმედდა.
"ცხელი ხაზის" მიზანი ვაქცინაციის მსურველთა საჭიროებებზე სწრაფი რეაგირებაა.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, აირჩიონ სასურველი დღე, საათი და სამედიცინო დაწესებულება, სადაც COVID-19-ით ვაქცინაციას შეძლებენ.
"ცხელი ხაზი" 24 საათის განმავლობაში მუშაობს და საქართველოდან განხორციელებული ყველა ზარი უფასოა.
დღეიდან საქართველოში კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი „ასტრაზენეკას“ ვაქცინით დაიწყო. 13 მარტს საქართველომ „კოვაქს“ პლატფორმის საშუალებით „ასტრაზენეკას“ (AstraZeneca/Oxford) ვაქცინის პირველი პარტია – 43 200 დოზა მიიღო. საქართველოში პირველ ეტაპზე 43 200 ადამიანი აიცრება, ხოლო განმეორებითი აცრა მას შემდეგ ჩატარდება, რაც ქვეყანაში ვაქცინის დამატებითი პარტია შემოვა.


