![ავარია ბათუმის შემოვლით გზაზე, არის მსხვერპლი [ფოტო]](https://www.accentnews.ge/storage/files/3408.jpg)
ავარია ბათუმის შემოვლით გზაზე, არის მსხვერპლი [ფოტო]
10/07/2019 14:36:50 სხვა, სამართალი
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბათუმის შემოვლით გზაზე. ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ.
შეჯახების შემდეგ, ტრაილერი გზიდან გადავიდა და გადატრიალდა. მძღოლი ადგილზე დაიღუპა.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.
