Accentnews.ge
პირველი ქართველი ექიმი, რომელმაც კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა, „ევექსი კლინიკების“ ალერგოლოგი ლანა უბილავაა

პირველი ქართველი ექიმი, რომელმაც კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა, „ევექსი კლინიკების“ ალერგოლოგი ლანა უბილავაა

15/03/2021 06:30:56 საზოგადოება

პირველი ქართველი ექიმი, რომელმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინა გაიკეთა "ევექსი კლინიკების" ალერგოლოგი ლანა უბილავაა.

მან ვაქცინაცია "ევექსი კლინიკების" ზუგდიდის პოლიკლინიკაში პირდაპირ ეთერში ჩაიტარა.

„აცრის შემდეგ, არანაირი შეგრძნება არ მაქვს, აბსოლუტურად არაფერი მიგვრძნია, რადგან სრულიად უმტკივნეულოა. იმუნიზაციას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ის არის ერთადერთი გზა იმისათვის, რომ დავამარცხოთ პანდემია და კორონა ვირუსი. როგორც ექიმი, მოვუწოდებ ყველას, რომ ჩაიტარონ ვაქცინაცია რათა თავიდან ავირიდოთ გართულებები და დავამარცხოთ პანდემია“ - "ევექსი კლინიკების" ალერგოლოგი, ლანა უბილავა.

"ევექსი კლინიკების" ზუგდიდის პოლიკლინიკაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების აცრა დღეს, 15 მარტს დაიწყო. პროცესში ეტაპობრივად საქართველოს 6 რეგიონში ევექსი კლინიკების 33 კლინიკა ჩაერთვება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S