Accentnews.ge
დღეიდან საქართველოში კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი დაიწყო

დღეიდან საქართველოში კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი დაიწყო

15/03/2021 05:21:39 საზოგადოება

საქართველოში კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი „ასტრაზენეკას“ ვაქცინით დაიწყო. ქვეყნაში პირველი ადამიანი ზუგდიდში აიცრა. ვაქცინა „ევექსის“ ექიმმა გაიკეთა.

პირველ ეტაპზე, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ექვემდებარება ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ყველა პირი - ექიმი, ექთანი, სანიტარი, ლაბორანტი, სტომატოლოგი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი, ეპიდემიოლოგი, ადმინისტრაციული მუშაკები (მენეჯერი, მძღოლი, რეგისტრატორი და ა.შ).

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 14 მარტის 23:00 საათის მონაცემებით, პორტალზე, BOOKING.MOH.GOV.GE ჯანდაცვის სექტორის 2067 მუშაკია დარეგისტრირებული.

15 მარტს თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე საჯაროდ აიცრა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე. ასევე COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ჩაიტარებენ ექიმები – მარინა ეზუგბაია, მარინა ენდელაძე, დავით გადელია და პირველი რეგისტრირებული ექიმი თამარ გიორგაძე.

ვაქცინაცია დღეს თბილისის გარდა ქვეყნის 29 რეგიონულ ცენტრში იწყება, ხოლო 17 მარტიდან პრაქტიკულად ყველა რაიონში განხორციელდება. როგორც აღინიშნა, ჯამში ვაქცინაცია 82 რაიონში ჩატარდება.

13 მარტს საქართველომ „კოვაქს“ პლატფორმის საშუალებით „ასტრაზენეკას“ (AstraZeneca/Oxford) ვაქცინის პირველი პარტია – 43 200 დოზა მიიღო. საქართველოში პირველ ეტაპზე 43 200 ადამიანი აიცრება, ხოლო განმეორებითი აცრა მას შემდეგ ჩატარდება, რაც ქვეყანაში ვაქცინის დამატებითი პარტია შემოვა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S