პაატა იმნაძემ კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინა საჯაროდ გაიკეთა
15/03/2021 05:00:14 საზოგადოება
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინა საჯაროდ გაიკეთა.
„დღეს მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან დღეიდან იწყება ეპიდემიის დასრულების დასაწყისი. ყველამ კარგად უნდა გავითავისოთ, რომ ვაქცინა არის ერთადერთი გზა ეპიდემიის დასამარცხებლად. ამიტომ მე მინდა ჩემს ყველა კოლეგას, თითოეულ თანამოქალაქეს მოვუწოდო - იმისთვის, რომ დავუბრუნდეთ ცხოვრების ნორმალურ რიტმს, აუცილებელია რაც შეიძლება მეტი ადამიანი აიცრას. ხედავთ, რომ არაფერია საშიში“, - განაცხადა პაატა იმნაძემ ვაქცინაციის ჩატარების შემდეგ.
ცნობისთვის: კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში დღეიდან დაიწყო. ამ დროისთვის ქვეყანაში "ასტრაზენეკას" 43 200 დოზაა შემოსული.


