Accentnews.ge
"პირბადეების ტარების მაჩვენებელი 43%-მდე შემცირდა, ნუ დაიღუპავთ თავს, მესამე ტალღის დიდი შანსია"

"პირბადეების ტარების მაჩვენებელი 43%-მდე შემცირდა, ნუ დაიღუპავთ თავს, მესამე ტალღის დიდი შანსია"

14/03/2021 15:05:58 საზოგადოება

"პირბადეების ტარების მაჩვენებელი 43%-მდე შემცირდა, ნუ დაიღუპავთ თავს, მესამე ტალღის დიდი შანსია", – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

„დრო უნდა, რომ ვაქცინამ თავისი შედეგი გამოიღოს, უნდა გავიდეს, დრო, რომ იმუნიტეტი გამომუშავდეს და მერე მივიღებთ ვაქცინაციის შედეგს. მანამდე პირბადეები, სოციალური დისტანცირება და ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის შეკავებაა საჭირო. ძალიან დიდ შეცდომას ვუშვებთ, 70%-დან 43%-მდე შემცირდა პირბადეების ტარების მაჩვენებელი, ნუ იზამთ, ნუ დაიღუპავთ თავს. 43% იცით რას ნიშნავს?! ნიშნავს იმას, რომ არის დიდი შანსი მესამე ტალღის. საჭიროა პირბადეები. ცოტა ხანი გავიჭირვოთ. მოდით, ვიყოთ გონიერები, ვაქცინა შემოვიდა ბოლოს და ბოლოს, ახლა რამდენიმე თვე მოვითმინოთ და პირბადეები ვატაროთ“, - განაცხადა ცერცვაძემ.

ცნობისთვის: კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში ხვალიდან დაიწყება. ამ დროისთვის ქვეყანაში "ასტრაზენეკას" 43 200 დოზაა შემოსული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S