Accentnews.ge
ხვალ პაატა იმნაძე კორონავირუსზე პირდაპირ ეთერში აიცრება

ხვალ პაატა იმნაძე კორონავირუსზე პირდაპირ ეთერში აიცრება

14/03/2021 15:01:44 საზოგადოება

ხვალ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინით ღია ეთერში აიცრება.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, იმნაძე დილის 9 საათზე პირდაპირ ეთერში კორონავირუსზე პირველი აიცრება.

"იმნაძე დემონსტრაციულად პირველი აიცრება ღია ეთერში ჩვენს დაწესებულებაში, რითაც ხაზს გაუსვამს, რომ ეს დაწესებულება იყო და არის ფლაგმანი კოვიდთან ბრძოლაში", - განაცხადა ცერცვაძემ.

ცნობისთვის: კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში ხვალიდან დაიწყება. ამ დროისთვის ქვეყანაში "ასტრაზენეკას" 43 200 დოზაა შემოსული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S