გამყრელიძე განმარტავს, რომელ რეგიონში როდიდან დაიწყება კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი
13/03/2021 08:00:27 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე განმარტავს, რომელ რეგიონში როდიდან დაიწყება კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი და ვაქცინაციის რამდენი ცენტრი იმოქმედებს.
მისი თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანაში ვაქცინაციისთვის მზადაა 82 ამცრელი ცენტრი.
"პირველ ეტაპზე, 15 მარტიდან აცრა დაიწყება 29 ცენტრში, ეს არის თბილისის და ყველა რეგიონალურ ცენტრებში გამოყოფილი შესაბამისი ამცრელი კაბინეტები, რომელთაც დიდი გამოცილება აქვთ იმუნიზაციის პროცეში მონაწილეობის. თბილისში იქნება ასეთი 10, ქუთაისში - 4, ბათუმში - 4, რუსთავში - 2, ზუგდიდში - 2 და ყველა რეგიონალურ ცენტრში იქნება თითო-თითო. 17 მარტს ამას დაემატება კიდევ 35-მდე დაწესებულება, შემდეგ 19 მარტს კიდევ 23. ერთი კვირის განმავლობაში აცრის პროცესი გაიშლება ქვეყნის ყველა მუნიციპალურ ცენტრში, ანუ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა იქნება მაქსიმალური, რათა მოკლე ვადებში მოხდეს იმ 43 ათასი დოზის ადმინისტრირება, რომელიც დღესაა შემოსული, რამეთუ ეს ვაქცინა კეთდება ორჯერადად. მეორე აცრა, რევაქცინაცია იქნება 8-დან 12 კვირის ფარგლებში და ამისთვის შესაბამისი დადატურება 86 ათასი დოზა ვაქცინა შემოვა აპრილის მეორე ნახევარში, იგივე „ასტრაზენეკა“,- განაცხადა გამყრელიძემ.
დღეს საქართველომ „კოვაქს“ პლატფორმის საშუალებით „ასტრაზენეკას“ (AstraZeneca/Oxford) ვაქცინის პირველი პარტია – 43 200 დოზა მიიღო. საქართველოში პირველ ეტაპზე 43 200 ადამიანი აიცრება, ხოლო განმეორებითი აცრა მას შემდეგ ჩატარდება, რაც ქვეყანაში ვაქცინის დამატებითი პარტია შემოვა.


