Accentnews.ge
"82 სამედიცინო დაწესებულებაში ექიმების ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყება"

"82 სამედიცინო დაწესებულებაში ექიმების ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყება"

13/03/2021 07:16:36 საზოგადოება

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 13 მარტს მიღებული კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის დოზებით პირველ რიგში, სამედიცინო პერსონალი აიცრება.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, შერჩეულია 82 სამედიცინო დაწესებულება, სადაც ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყება.

როგორც ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, ვაქცინაციის მსურველ სამედიცინო პერსონალს შესაბამის პორტალზე დარეგისტრირება დღეს საღამოდან შეუძლია.

საქართველომ AstraZeneca/Oxford-ის ვაქცინის პირველი - 43 200 დოზა ვაქცინა 13 მარტის დილას მიიღო.

NCDC-ის განცხადებით, AstraZeneca/Oxford–ს ვაქცინას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აქვს გადაუდებელი მოხმარებისთვის ავტორიზაცია და საქართველოში კანონმდებლობით დადგენილი წესით, მას მიცემული აქვს ჯანდაცვის სამინისტროსა და ეროვნული მარეგულირებელი სააგენტოს მიერ ქვეყანაში იმპორტისა და გამოყენების უფლება.

ჯანდაცვის მინისტრმა 11 მარტს განაცხადა, რომ საქართველოში პირველ ეტაპზე 43 200 ადამიანი აიცრება, ხოლო განმეორებითი აცრა მას შემდეგ ჩატარდება, რაც ქვეყანაში ვაქცინის დამატებითი პარტია შემოვა.

თავდაპირველად საქართველოში "ფაიზერის" ვაქცინა თებერვლის ბოლომდე უნდა შემოსულიყო, თუმცა თარიღმა არაერთხელ გადაიწია.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ბოლო განცხადების თანახმად, "ფაიზერისა" და AstraZeneca/Oxford–ს ვაქცინები 22 მარტის კვირაში შემოვა, საუბარია "ფაიზერის" 29 250 დოზაზე მთავრობაში ამბობენ, რომ განიხილება ჩინური ვაქცინის შემოტანაც, რომელიც ავტორიზაციას, მათივე ვარაუდით, მალე გაივლის.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S