
„გავრილოვი თურმე „ნაციონალების“ პიარზე „მუშაობდა“, მაგრამ რუსეთის საგარეო დაზვერვის უფროსი თუ შეკვეთით აკეთებდა განცხადებას...ფსიქიატრიასთან გვაქვს საქმე“
12/03/2021 17:04:37 ციტატა
„კარგი, გავიგე, რომ თურმე გავრილოვი „ნაციონალების“ პიარზე „მუშაობდა“, მაგრამ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსი თუ ნაციონალების შეკვეთით აკეთებდა განცხადებას...
„ჯერ მაშველ რგოლად გავრილოვი დაიხმარეს, შემდეგ დაზვერვის სამსახურის უფროსი გამოიყვანეს ასევე პიარის მიზნებისთვისო“ – ე.ი. რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსს „ნაციონალებმა“დაურეკეს, უთხრეს, „ამ განცხადებას იტყვიო“, ისიც გამოვიდა და განცხადება გააკეთა...ფსიქიატრიული შემთხვევა გვაქვს!“.
ასე აფასებს „დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე „ქართული ოცნების“ წევრების შეფასებებს რუსეთის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელის 9 მარტის განცხადების ენმ–სთან კავშირის თაობაზე.