აზერბაიჯანმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ დეკლარაციის ხელმოწერაზე უარის თქმის მიზეზები დაასახელა

14-05-2019 17:05:25 ევროპა ,აღმოსავლეთ პარტნიორობა

აზერბაიჯანს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი დეკლარაციის ტექსტი არ აწყობს, განაცხადა, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელმარ მამედიაროვმა ბრიუსელში აღნიშნული ღონისძიებისადმი მიძღვნილი კონფერენციის დასრუების შემდეგ.  

მისივე განმარტებით, დოკუმენტის ტექსტი არ ასახავს პრინციპებს, რომელიც გაეროს წესდებასა და ჰელსინკის საბოლოო აქტშია გამყარებული.  

კონკრეტულად რომელი პრინციპები იგულისხმებოდა, მინისტრს არ დაუსახელებია, თუმცა მანამდე ბაქო მიანიშნებდა იმაზე, რომ დოკუმენტს ხელს არ მოაწერდა, თუკი მასში მონაწილე ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის შესახებ ჩანაწერი არ გაკეთდებოდა. 

ცნობისთვის: გუშინ ბრიუსელში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო განცხადება ვერ შეათანხმეს. გარკვეული პრეტენზიები ჰქონდათ საქართველოსა და უკრაინასაც. იმის ნაცვლად, რომ განცხადებისთვის ხელი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ექვსივე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს მოეწერა, მას მხოლოდ შეხვედრის ხელმძღვანელის – ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურ ლიდერ ფედერიკა მოგერინის დამოწმება ახლავს თან.

Новости

Другие новости