Accentnews.ge
"ნამახვანჰესის  კაშხლისა და წყალსაცავის მშენებლობა მშენებლობა ხელახალი კვლევების ჩატარებამდე შეჩერდება"

"ნამახვანჰესის კაშხლისა და წყალსაცავის მშენებლობა მშენებლობა ხელახალი კვლევების ჩატარებამდე შეჩერდება"

12/03/2021 11:08:52 ეკონომიკა

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ ნამახვანჰესის კაშხლის და წყალსაცავის მშენებლობა ხელახალი კვლევების ჩატარებამდე შეჩერდება.

"მიუხედავად იმისა, რომ ნამახვანის პროექტი არის ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი, ჯერ კიდევ წინა საუკუნიდან მოყოლებული უამრავი კვლევა ჩატარდა, მით უფრო ბოლო 5 წელიწადში. ჩვენ შევთანხმდით კომპანიასთან, რომ ისინი არ დაიწყებენ ჰესის ძირითადი ნაგებობის - კაშხლის და წყალსაცავის მშენებლობას მანამ, სანამ ჩვენ არ გავაკეთებთ რამდენიმე პრინციპული კვლევის გადამოწმებას / ვალიდაციას. ამ კვლევებისთვის სახელმწიფო დამოუკიდებელ ექსპერტებს დაიქირავებს და სრულიად ღიად მოხდება რამდენიმე ძირითადი კვლევის გადამოწმება. ამ ვალიდაციის შემდეგ, კომპანია იმსჯელებს არის თუ არა პროექტში რაიმე კორექტირება შესატანი. რაც შეეხება დანარჩენ ინფრასტრუქტურას, გზის სამუშაოებს და სხვა კომპონენტებს, კომპანია ამ მშენებლობას გააგრძელებს", – განაცხადა თურნავამ.

გარდა ამისა, მისივე თქმით, შეიქმნება რიონის ხეობის განვითარების 5 000 000–ლარიანი ფონდი, რომელშიც კონტრიბუციას როგორც ინვესტორი, ასევე სახელმწიფო შეიტანს და დააფინანსებს ხეობის მოსახლეობისთვის ყველა საჭირ-ბოროტო პროექტს.

ამასთან, თურნავას განცხადებით, დაინიშნება ქართველი დირექტორი, რომელიც გაუძღვება ადგილზე სამშენებლო სამუშაოებს, "ესაა სახელმწიფოს მეტი ჩართულობა და ამით მეტ გარანტიას უზრუნველვყოფთ, რომ ქართველი დასაქმებულების უფლებები სათანადოდ იყოს დაცული და ეს ასევე სწორ კომუნიკაციას უზრუნველყოფს".

მისივე თქმით, შეიქმნება დამოუკიდებელი საბჭო, რომელიც შედგება მაღალი რეპუტაციის მქონე ქართველი ექსპერტებისგან, "რომელიც პროექტს ზედამხედველობას გაუწევს, რომ პროექტის უსაფრთხოებაზე ეჭვები გამოირიცხოს“.

ნამახვანჰესის მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობა თითქმის 2 თვეა აპროტესტებს. ჰესის მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით ქუთაისში რამდენიმე მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S