უნგრეთის რესპუბლიკის სასტიპენდიო პროგრამა „STIPENDIUM HUNGARICUM“ აგრარული პროფესიების დაუფლების შესაძლებლობას იძლევა
12/03/2021 08:53:00 საზოგადოება, რეკლამა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და უნგრეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩმა, ვიქტორია ჰორვატმა სასტიპენდიო პროგრამის „STIPENDIUM HUNGARICUM“ მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, უნგრეთის რესპუბლიკის სასტიპენდიო პროგრამა „STIPENDIUM HUNGARICUM“ მსურველებს, უნგრეთის წამყვან უნივერსიტეტებში სოფლის მეურნეობის მიმართულებით სხვადასხვა პროფესიის დაუფლების შესაძლებლობას აძლევს.
„STIPENDIUM HUNGARICUM“ დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ისწავლონ შესაბამის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე.
აღსანიშნავია, რომ სასტიპენდიო პროგრამა, უნგრეთის საგანმანათლებლო სივრცის ინტერნაციონალიზაციის მიზნით, უნგრეთის მთავრობის მიერ 2013 წელს შემუშავდა. პროგრამით, ყოველწლიურად, მსოფლიოს 70 ქვეყანაში 5000 საერთაშორისო სტუდენტი სარგებლობს.
მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://stipendiumhungaricum.hu/


