Accentnews.ge
Forbes-მა ივანიშვილის ქონება $3.3 მილიარდამდე შეამცირა

Forbes-მა ივანიშვილის ქონება $3.3 მილიარდამდე შეამცირა

12/03/2021 06:01:39 საზოგადოება

Forbes-მა საქართველოს ექს–პრემიერ ბიძინა ივანიშვილის ქონება $3.3 მილიარდამდე შეამცირა. წლიურად მისი ქონება $1.5 მილიარდით არის შემცირებული.

ამერიკული გამოცემის დათვლით, პლანეტის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში ივანიშვილი 349-დან 906-ე ადგილამდე ჩამოქვეითდა, თუმცა, რა გახდა მისი ქონების შემცირების მიზეზი, გამოცემა ამას არ განმარტავს. სავარაუდოდ, ქონების შემცირება ივანიშვილის მიერ აქტივების ფონდ "ქართუზე" გადაფორმებას უკავშირდება.

ივანიშვილის ქონება ჯერ–ჯერობით არ დაუკორექტირებია Bloomberg-ს. მისი მონაცემებით, ივანიშვილი $5.7 მილიარდს ფლობს და პლანეტის 500 უმდიდრეს პირს შორის 462-ე ადგილზეა.

.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S