
აშშ-ში დიდი ბრიტანეთის ელჩმა, რომელსაც ტრამპმა "სულელი" უწოდა, თანამდებობა დატოვა
10/07/2019 11:47:19 სხვა, მსოფლიო
აშშ-ში დიდი ბრიტანეთის ელჩმა, სერ კიმ დაროქმა, რომელსაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა "ძალიან სულელი" და "პომპეზური მასხარა" უწოდა, თანამდებობა დატოვა.
ტრამპის კომენტარები ელჩის იმეილების გავრცელებას მოჰყვა, რომლებშიც მან ტრამპის ადმინისტრაციას "მოუქნელი" და "უუნარო" უწოდა.
სერ კიმ დაროქის განცხადებით, ამ სკანდალის შემდეგ მისთვის ელჩის პოსტზე მუშაობა შეუძლებელი გახდა.