Accentnews.ge
აბაშაში, 65 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით 40 წლის კაცი დააკავეს

აბაშაში, 65 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით 40 წლის კაცი დააკავეს

11/03/2021 15:11:20 სამართალი

აბაშაში, 65 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით 40 წლის კაცი დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 1956 წელს დაბადებულ თანასოფლელ ქალზე, ფიზიკური ძალის გამოყენებით, სექსუალურად იძალადა. სამართალდამცველებმა მოძალადე მამაკაცი დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს. დანიშნულია ექსპერტიზები, ტარდება შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს",- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 6-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S