წერეთელი – ხელისუფლებას: "გამორიცხულია, თქვენ კრიტიკული მედია ჩაახშოთ"
11/03/2021 13:06:03 საზოგადოება
"ქართული ოცნების" დღის წესრიგია, შემოვიდეს ტელევიზიაში და "ტვ პირველმა" შეწყვიტოს მაუწყებლობა, - ამის შესახებ ტელევიზიის დამფუძნებელმა ვატო წერეთელმა საგანაგებო ბრიფინგზე განაცხადა.
"დღეს ხელისუფლება გავიდა ყველანაირი კანონის ჩარჩოებიდან და სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეუძლია იძულებით შემოვიდეს და ამოიღოს არარსებული მითიური ხელსაწყო. მინდა, მივმართო ხელისუფლებას, გამორიცხულია თქვენ ჩააქროთ ტვ პირველი. მოგმართავთ თქვენ, გამორიცხულია თქვენ კრიტიკულ მედია ჩაახშოთ და ჩვენი ხმა არ ისმოდეს ამ ქვეყანაში", – აცხადებს წერეთელი.
მან დიპლომატიურ კორპუსს მიმართა და მოუწოდა დაინტერესდნენ ამ საქმით:
"ამ ისტერიას მხოლოდ თქვენ თუ შეაჩერებთ, მინდა, მოვითხოვო თქვენგან სწრაფი რეაგირება".


