
მერკელი კვლავ შეუძლოდ გახდა (ვიდეო)
10/07/2019 11:07:17 სხვა, მსოფლიო
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი კვლავ შეუძლოდ გახდა. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, კანცლერს კანკალი ფინეთის პრემიერ-მინისტრის დახვედრის ცერემონიაზე დაეწყო.
შეგახსენებთ, რომ ძლიერი კანკალი მერკელს ბოლო სამი კვირის განმავლობაში განმავლობაში უკვე სამჯერ დაემართა. კერძოდ, იგი 18 ივლისს უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის მიღების ცერემონიაზეც შეუძლოდ გახდა. 26 ივნისს კი კანცლერს კანკალი გერმანიაში ერთ–ერთ ოფიციალურ შეხვედრაზე დაეწყო.