"ქართული ოცნების" ოფისთან გამართულ აქციაზე 4 პირი დააკავეს
11/03/2021 10:52:45 საზოგადოება
"ქართული ოცნების" ოფისთან გამართულ აქციაზე 4 პირი დააკავეს.
სამოქალაქო აქტივისტები "TV პირველში" საგამოძიებო სამუშაოების ჩატარებას ეწინააღმდეგებიან.
აქციის მონაწილეებს ადგილზე ბანერები ჰქონდათ მიტანილი წარწერებით: "ბერას პუდელი პრემიერი", "ხელები შორს ტვ პირველისგან" და სხვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დემონსტრანტების დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით მოხდა, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.


