Accentnews.ge
ტიკარაძის თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ისრაელიდან ვაქცინის მისაღებად

ტიკარაძის თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ისრაელიდან ვაქცინის მისაღებად

11/03/2021 10:21:27 საზოგადოება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინების შეძენასთან ან/და დონაციასთან დაკავშირებით ისრაელთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები.

როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, მოლაპარაკებები ეხება “ფაიზერისა” და “მოდერნას” წარმოებული ვაქცინების შესყიდვას ან/და დონაციას.

მანამდე მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოში ვაქცინის პირველი დოზები შაბათიდან შემოვა. ეს იქნება “ასტრაზენეკას” წარმოებული ვაქცინის 43 200 დოზა.

მისივე განცხადებით, აცრიან 43 200 ადამიანს პირველი დოზით და 6–დან 12 კვირამდე ვადაში ქვეყანა ვაქცინის დამატებით ზოდებს შემოიტანს და შემდეგ აიცრებიან ეს პირები მეორე დოზებით.

მისივე თქმით, ვაქცინაციის პირველ ეტაპზე აიცრებიან ექიმები, შემდეგ კი დანარჩენი რისკ-ჯგუფები.

იხილეთ ასევე: ჰქონდა თუ არა ქართულ მხარეს ებრაულთან ვაქცინის თაობაზე კომუნიკაცია – ისრეალის ელჩის კომენტარი

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S