Accentnews.ge
1 აპრილიდან "ლურჯი მარშრუტკით" მგზავრობის ფასი და გადახდის სისტემა იცვლება

1 აპრილიდან "ლურჯი მარშრუტკით" მგზავრობის ფასი და გადახდის სისტემა იცვლება

11/03/2021 10:14:52 საზოგადოება

პირველი აპრილიდან ახალი ე.წ. ლურჯი მიკროავტობუსები გადახდის ერთიან სისტემაში ერთვება. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ მიკროავტობუსებით, ავტობუსებითა და მეტროთი მგზავრობა 90 წუთის განმავლობაში მხოლოდ ერთჯერადად გადახდილი 50 თეთრით იქნება შესაძლებელი.

თბილისის საკრებულოს წევრსა და სატრანსპორტო სპეციფიკის სპეციალისტს, შალვა ობგაიძეს ესაუბრა.

"დაწოლა რომ არ მომხდარიყო ტარიფზე, მერიამ 300 ცალი მიკროავტობუსი შეიძინა - ასესხა ეს ფული კომპანიას... გამორიცხული არ არის, რომ კვლავ ვასესხოთ თანხა და ოპტიმიზაციის პროცესში განახლებული მიკროავტობუსები გვყავდეს", - განაცხადა თბილისის საკრებულოს წევრმა, სატრანსპორტო სპეციფიკის სპეციალისტმა შალვა ობგაიძემ "რადიო თავისუფლებასთან" საუბრისას.

ცვლილების ფარგლებში "ლურჯ მიკროავტობუსებში", ავტობუსებსა და მეტროში ერთნაირი ტარიფი - 50 თეთრი იქნება.

ობგაიძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე ტარიფის ზრდაც არ განიხილება, სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებში მოქმედი შეღავათიანი პაკეტები კი "ლურჯ მიკროავტობუსებზეც" გავრცელდება.

შეღავათებით მოსარგებლე კატეგორიები:

  • უფასო - დედაქალაქში რეგისტრირებული: უსინათლო პირები და გადაადგილებისას მათთან ერთად მყოფი პირი; მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიებზე საბრძოლო მოქმედებების ვეტერანები და მათთან გათანაბრებულ პირები; სამხედრო ძალების ვეტერანები; სკოლის მოსწავლეები; შსს-ს უბნის ინსპექტორები;
  • 10 თეთრი - სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზის ფორმირების სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრირებული 70 000 და დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე ქ. თბილისის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები;
  • 20 თეთრი - დედაქალაქში განლაგებული ლიცენზირებული და აკრედიტებული უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები; სკოლისა და ბაღების თანამშრომლები; 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულები და დაღუპულთა ოჯახის წევრები; პენსიონერები; საპატრიარქოს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სტუდენტები; უბნის ექიმები, უბნის პედიატრები და ოჯახის ექიმები; მანდატურები; სოციალური აგენტები და სოციალური მუშაკები.

ობგაიძემ აღნიშნა, რომ იგეგმება აბონემენტების სისტემის შემოღება და მგზავრს შეეძლება აარჩიოს ერთჯერადი, ერთკვირიანი, ერთთვიანი და ა.შ. მასზე მორგებული სამგზავრო გეგმა.

"ამაზე საუბარი იქნება მას შემდეგ, რაც, ერთი წლის შემდეგ დავიწყებთ მსჯელობას სააბონემენტო სისტემის შემოღება", - დასძინა მან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S