Accentnews.ge
ტიკრაძის თქმით, საქართველოში ვაქცინა დაგეგმილზე ადრე შემოვა

ტიკრაძის თქმით, საქართველოში ვაქცინა დაგეგმილზე ადრე შემოვა

11/03/2021 10:01:42 საზოგადოება

საქართველოში ვაქცინა დაგეგმილზე ადრე შემოდის. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

"საქართველოში ვაქცინა შემოვა დაჩქარებული ტემპით, თარიღმა გადმოიწია 1 კვირით, ჩვენ გვაქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ შაბათიდან საქართველოში გვექნება ვაქცინების ეტაპობრივი მოწოდება", – განაცხადა ტიკარაძემ.

მისივე თქმით, ეს იქნება "ასტრაზენეკას" 43 200 დოზა.

ტიკარაძის განცხადებით, აცრიან 43 200 ადამიანს პირველი დოზით და 6–დან 12 კვირამდე ვადაში ქვეყანა ვაქცინის დამატებით ზოდებს შემოიტანს და შემდეგ აიცრებიან ეს პირები მეორე დოზებით.

მისივე თქმით, ვაქცინაციის პირველ ეტაპზე აიცრებიან ექიმები, შემდეგ კი დანარჩენი რისკ-ჯგუფები:

"თქვენ იცით, რომ გაწერილი გვაქვს კონკრეტული გრაფიკი, რომელიც ვაქცინაციის საბჭომ შეიმუშავა. პირველ რიგში აიცრებიან ექიმები და შემდეგ - დანარჩენი რისკ-ჯგუფები. პირველ რიგში ვაქცინა გადანაწილდება დიდ ქალაქებში, რომელთა ჩამონათვალიც ასევე ცნობილია საზოგადოებისთვის. ჩვენ განსაზღვრული გვაქვს სამედიცინო დაწესებულებები, სადაც ჩატარებულია ტრენინგები და მიღებულია უსაფრთხოების ყველა ზომა, რათა თავიდან იყოს აცილებული ყველა შესაძლო და სავარაუდო გართულება. ჩვენ მივყვებით არსებულ გეგმას, რომელიც უკვე გასაჯაროებულია“.

როგორც მინისტრმა განმარტა, მიმდინარე თვის ბოლომდე ქვეყანაში "ფაიზერის" დოზებსაც ელოდებიან.

შეგახსენებთ, რომ დღემდე ცნობილი იყო, რომ საქართველოში კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინების პირველი დოზები 22 მარტის კვირიდან უნდა შემოსულიყო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S