Accentnews.ge
2021 წლის თებერვალში საქართველოში უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა 89.5%ით შემცირდა

2021 წლის თებერვალში საქართველოში უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა 89.5%ით შემცირდა

11/03/2021 07:11:49 ეკონომიკა

2021 წლის თებერვალში საქართველოში 40 516 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 89.5 პროცენტით ნაკლებია, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.

ანგარიშის მიხედვით, სახმელეთო გზით საერთაშორისო ვიზიტორების მიერ საქართველოში 34 836 ვიზიტი განხორციელდა, საჰაერო გზით – 4 846, საზღვაო გზით – 509 და სარკინიგზო გზით – 325.

რაც შეეხება ტოპ 15 ქვეყანას, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი 2021 წლის თებერვალში განხორციელდა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ესენია:

  • თურქეთი – 15 983 ვიზიტორი, კლება წინა წელთან შედარებით –75 პროცენტი;
  • სომხეთი – 5 785 ვიზიტორი, კლება წინა წელთან შედარებით – 89.9 პროცენტი;
  • საქართველო (არარეზიდენტი) – 5 760 ვიზიტორი, კლება წინა წელთან შედარებით– 84.4 პროცენტი;
  • აზერბაიჯანი – 3 950 ვიზიტორი, კლება წინა წელთან შედარებით -95.8 პროცენტი;
  • რუსეთი – 2 925 ვიზიტორი, კლება წინა წელთან –94.4 პროცენტი;
  • უზბეკეთი – 1 256 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან შედარებით +13.8 პროცენტი;
  • უკრაინა – 1 074 ვიზიტორი, კლება წინა წელთან შედარებით -90.7 პროცენტი;
  • ყაზახეთი – 443 ვიზიტორი, კლება წინა წელთან შედარებით -83.6 პროცენტი; ბელარუსი – 408 ვიზიტორი, კლება წინა წელთან შედარებით -86.2 პროცენტი;
  • ირანი – 347 ვიზიტორი, კლება წინა წელთან შედარებით -95.0 პროცენტი;
  • ტაჯიკეთი – 343 ვიზიტორი, კლება წინა წელთან შედარებით -42.8 პროცენტი;
  • ბულგარეთი – 204 ვიზიტორი, კლება წინა წელთან შედარებით -66.1 პროცენტი; ყირგიზეთი – 180 ვიზიტორი, კლება წინა წელთან შედარებით -68.5 პროცენტი;
  • გერმანია – 166 ვიზიტორი, კლება წინა წელთან შედარებით -93.8 პროცენტი;
  • საფრანგეთი – 160 ვიზიტორი, კლება წინა წელთან შედარებით -88.6 პროცენტი;

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S