Accentnews.ge
კლინიკიდან კოვიდ–ინფიცირებული პაციენტი გაიქცა

კლინიკიდან კოვიდ–ინფიცირებული პაციენტი გაიქცა

10/03/2021 20:17:52 საზოგადოება

ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლიდან გაიქცა პაციენტი, რომელმაც საავადმყოფოს 10 მარტს ინტოქსიკაციის ჩივილებით მიმართა, თუმცა კორონავირუსი დაუდასტურდა.

გაქცეული პაციენტი პოლიციამ დააკავა და ის სასწრაფო დახმარების ბრიგადას გადასცა, ბრიგადამ კი პაციენტი თერჯოლაში გადაიყვანა.

„შუახანს გადაცილებული ქალბატონი მოყვანილ იქნა კლინიკაში ალკოჰოლური სიმთვრალით. ტესტირებისას დაუდასტურდა COVID-ინფექცია. შეთავაზებულ იქნა კვლევები და ჰოსპიტალიზაცია, რაზეც განაცხადა კატეგორიული უარი და თვითნებურად დატოვა კლინიკა. ფაქტის შესახებ შეტყობინება მყისიერად გაკეთებულ იქნა პოლიციისთვის!“ - განაცხადა ჰოსპიტლის კლინიკურმა მენეჯერმა სულხან ორჟონიამ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S