Accentnews.ge
მედია: ახალგორში ჩხუბის დროს დაშავებული პირი თბილისში გადმოიყვანეს

მედია: ახალგორში ჩხუბის დროს დაშავებული პირი თბილისში გადმოიყვანეს

10/03/2021 20:11:28 საზოგადოება

ოკუპირებულ ახალგორში ჩხუბის დროს დაშავებული, ადგილობრივი ქორეოგრაფი თემურ ზანგურაშვილი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოიყვანეს. ის მკურნალობას თბილისის კლინიკაში გააგრძელებს,– იუწყება „რადიო თავისუფლება“.

მედიასაშუალების ცნობით, ზანგურაშვილს დაზიანებული აქვს თავი, გატეხილი აქვს ცხვირი და აღენიშნება ტვინის შერყევა.

ოკუპირებულ დაბაში მასობრივი ჩხუბი 8 მარტს ღამით მოხდა. ის მოჰყვა შელაპარაკებას რესტორან „ძველ ციხესიმაგრეში“, სადაც სარვამარტო წვეულებაზე ახალგორის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები და ახალგაზრდები იყვნენ შეკრებილი. სასტიკად ნაცემია სამი ახალგაზრდა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S